პროექტები

ჩემი პროექტის გეგმა:


პროექტის სახელწოდება  - „მე-19 საუკუნე და ქართული რომანტიზმი“


პროექტის ავტორი - ლელა ყოლბაია.


პრობლემის ანალიზი - მოსწავლეებს უჭირთ ქართული და ევროპული რომანტიზმის მსგავსება-განსხვავების გამიჯვნა.

პროექტის მიზანი - შეისწავლონ რომანტიზმის განვითარების ეტაპები, შეადარონ ერთმანეთს ქართული და ევროპული რომანტიზმის ნიმუშები.


პროექტის ამოცანები - ჯგუფები გაინაწილებენ შესაბამის დავალებებს; მოამზადებენ საპრეზენტაციო თემებს მასწავლებლის მითითებით; მოიძიებენ საჭირო ფოტომასალას ქართული რომანტიზმის წარმომადგენელთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ; დაგეგმავენ ექსკურსიას წინანდალში.


მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება ქართული და ევროპული რომანტიზმის განვითარების ეტაპებზე.  ქართველ რომანტიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ევროპული კულტურის გავლენის აღმოჩენა  წინანდლის მუზეუმში დაცული ინფორმაციისა და მემორიალური ნივთების საფუძველზე.
მიზნობრივი ჯგუფები -  მე-11 კლასი.

ამოცანის განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები და ვადები - კლასს დავყოფ ჯგუფებად, მივცემ შესაბამის დავალებებს, რის საფუძველზეც  მოამზადებენ პრეზენტაციას, მოიძიებენ ფოტომასალას. დავგეგმავთ ექსკურსიას წინანდალში. მოვამზადებთ ექსკურსიისთვის საჭირო ყველანაირ რესურსს. ექსკურსიის შემდეგ შთაბეჭდილებების გაზიარების მიზნით ჩავატარებთ დისკუსიას და გამოვფენთ კლასში ფოტომასალას.
  შესრულების დრო -
I სემესტრი.


No comments:

Post a Comment